არჩილ ჭეიშვილის წარმატების გზა

''თუ წარმატება გსურთ, მოუსმინეთ და გაიგეთ იმ ადამიანების შესახებ, ვისაც ეს უკვე გამოუვიდა და როცა თქვენს გონებაში წარმატების ისტორია უფრო მეტი იქნება ვიდრე კრახის, თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ დაიწყებს შეცვლას.''  როგორც კი ეს სიტყვები მოვისმინე ერთ-ერთ ტრენინგზე, ძალიან მომეწონა და გამიჩნდა დიდი სურვილი თავად მეპოვა ასეთი ადამიანები, პირადად მეკითხა მათ შესახებ და ისტორიები მათ წარმატებზე უკვე … ვრცლად არჩილ ჭეიშვილის წარმატების გზა

დაუმტკიცეთ სამყაროს, რომ თქვენ საუკეთესოს იმსახურებთ

ყველა დიდი მიღწევა თუ გამარჯვება ცხოვრებაში, ჯერ მხოლოდ ოცნებააა, რომელიც ჩვენში ნელ-ნელა ისახება და მკაფიო, დახვეწილი, გასაგები და ნათელი ფორმა, მხოლოდ მაშინ ეძლევა, როცა მასზე ფიქრს, მის დახვეწა-განვითარებაზე ზრუნვას არ ვწყვეტთ. ''როდესაც აზრებში თქვენთვის სასურველ სცენარს ძერწავთ და ბოლოს და ბოლოს გამოძერწავთ, მოთმინება გამოიჩინეთ და დაელოდეთ მის „გაშრობას“, ანუ მიეცით დრო რეალიზებისთვის. მისი სისუსტის გამო … ვრცლად დაუმტკიცეთ სამყაროს, რომ თქვენ საუკეთესოს იმსახურებთ

როგორ უნდა შევხვდეთ მშვიდად ცხოვრების სირთულეებს

თითოეულ სირთულეს ჩვენს ცხოვრებაში აქვს თავსი ეფექტი და თითოეული სირთულის ღირსეულად გადალახვის შემდეგ ჩვენ ვსწავლობთ მისგან გაკვეთილს და ვხდებით გამოცდილი და ძლიერი ადამიანი. შესაბამისად, ყველა სირთულეს აქვს თავის სარგებლის ეფექტი. ზოგისგან ვსწავლობთ, მოთმინებას, მიტევებას, ბოდიშის მოხდას, შეუპოვრობას, საკუთარ თავში ღრმად ჩახედვას და ა.შ. ამით იმის თქმა მსურს, რომ ყველაფერი რაც ხდება, თუნდაც მას,  პრობლემის და … ვრცლად როგორ უნდა შევხვდეთ მშვიდად ცხოვრების სირთულეებს

თუ ფიქრობთ, რომ დრო არ გაქვთ, ვერ ასწრებთ ან არ შეგიძლიათ – მაშინ ეს უნდა წაიკითხოთ!

ნურასოდეს დაელოდებით უკეთეს მომავალს! მანამ სანამ თავად არ გახდებით ისეთი ადამიანი, რომელიც იმსახურებს და ქმნის კიდეც თავის შრომით სასურველ ცხოვრებას. თუმცა...ყველაფერი ხომ რაღაცით იწყება... რამდენმა თქვენგანმა იცის ზუსტად რა უნდა, რატომ და როდის? მანამდე გეტყვით, რომ ამაზე პასუხი ადამიანების 80% არ აქვს, 15%-ს კვლავ მხოლოდ ნაფიქრი, ოცნების დონეზე აქვს და მხოლოდ 5%-ია ისინი, ვისაც დროში … ვრცლად თუ ფიქრობთ, რომ დრო არ გაქვთ, ვერ ასწრებთ ან არ შეგიძლიათ – მაშინ ეს უნდა წაიკითხოთ!

რა განსხვავებაა სამსახურს და კარიერას შორის?

რა საინტერესოა წარმატებულ და კარიერულად შემდგარ ადამიანებთან ურთიერთობა და კითხვების დასმა თუ როგორ, რა გზებით მივიდნენ დღევანდელ დღემდე და გაცილებით საინტერესო იმ საოცრებების აღმოჩენა-გაზიარება, რომლებიც მხოლოდ ოცნებისკენ მიმავალ გზაზე თუ შეგვხვდება ადამიანებს. ვკითხე, რატომ და რისთვის არჩიეს კოლოსალური შრომა და ძალისხმევის ჩადება საკუთარ გზაზე სიარულისთვის - ძალიან დიდ და მსუყე ხელფასებს... და პასუხი მათგან არც … ვრცლად რა განსხვავებაა სამსახურს და კარიერას შორის?

არასოდეს გადაუხვიოთ თქვენი ცხოვრების გზიდან

ნუ დაივიწყებთ რატომ დაიწყეთ და იცით რატომ? ცხოვრების სტიმული მუდამ ერთია... ხდება ხოლმე, რომ გზადაგზა ‘’ვჭედავთ’’, გზებსაც ვცვლით ხშირად და აღარ გვადარდებს სად, რატომ და რისთვის მივდივართ.... ცდუნებები რომ ყველგან ბევრია, კი, ვიცით ხოლმე მაგრამ... ჯერ ერთხელ, მერე მეორედ, მესამედ კიდევ სწორი გვგონია --- წავიდეთ იქეთ, როცა ოცნებებს იქ არ მივყვართ....  თქვენ გამიღიმებთ....))) - მერე … ვრცლად არასოდეს გადაუხვიოთ თქვენი ცხოვრების გზიდან

როგორ უნდა შევხედოთ წარმატებულ ადამიანებს?

ცხოვრების ყოველდღიურობიდან ბევრი საინტერესო გაკვეთილის სწავლა შეიძლება. დღევანდელ სტატიაში სწორედ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ მსურს საუბარი… არიან ადამიანები, რომლებიც უყურებენ წარმატებულ, კარიერულად შემდგარ პროფესიონალებს და მათგან სტიმულს, მოტივაციას და მაგალითს იღებენ, რომ თავადაც მიაღწიონ ცხოვრებაში წარმატებებს. ისინი ინტერესდებიან მათი წარმატების ისტორიებით, სთხოვენ მათ რჩევებს და მიჰყვებიან მათ რეკომენდაციებს. ეს არჩევანი რა თქმა უნდა მისასალმებელი და … ვრცლად როგორ უნდა შევხედოთ წარმატებულ ადამიანებს?

როგორ დავინახოთ ყველაფერში პოზიტივი და ნათელი მხარე?

წარუმატებლობა არის და ყოველთვის იქნება ცხოვრებაში, თუმცა საინტერესოა ადამიანების ორი სახე, რომელიც სრულიად განსხვავებულად იყურებიან. პირველი -- რომლებიც წარუმატებლობას უყურებენ ძალიან სერიოზულად და პრობლემად. მეორე -- რომლებთათვისაც წარუმატებლობა დიდი გამოწვევა და შესაძლებლობა, რომ რაღაც სწორად გააკეთონ ცხოვრებაში. რომ შევადაროთ ერთმანეთს ეს ორი კატეგორია, ვნახავთ, რომ როგორც კი ცხოვრებაში ჩნდება  რაღაც პრობლემა, ჩავარდნა და წარუმატებლობა, ერთნი … ვრცლად როგორ დავინახოთ ყველაფერში პოზიტივი და ნათელი მხარე?

იცით რას ნიშნავს არ დანებდე არასოდეს?

მოვლენ ადამიანები და გეტყვიან: ''კი მაგრამ ამდენი როგორ, ან როდის შეძელი??''  მანამდე კი მოგიწევთ ბრძოლაც, შრომაც და გაუსაძლისი მოთმინების გადატანაც! ასე მიაღწია ყველამ ფინიშს, სადაც ცხოვრება ძველებურად - ცხოვრება ბედნიერად ჩაანაცვლა. გეყოლებათ გულშემატკივარი იმდენი, რამდენჯერაც დაამტკიცებთ, რომ თქვენ არ ნებდებით და თქვენ თავად გჯერათ საკუთარი თავის! მოწინააღმდეგე? ისიც გამოჩნდება მაშინვე, როცა თავადვე დაეჭვდებით, წაბორძიკდებით და … ვრცლად იცით რას ნიშნავს არ დანებდე არასოდეს?

წინ, წარმატებისკენ!

დღეიდან დაიწყეთ საკუთარი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა და არ დაგავიწყდეთ, რომ ბედი მხოლოდ გამბედავ ადამიანებს უღიმის....  ალბათ დაკვირვებიხართ, რომ უბრალო ადამიანებს, სჯერათ გამართლების და კიდევ, რატომღაც მუდმივად ვიღაცის, ვინც უნდა მოვიდეს და ''ცხოვრება აუშენოს''.....  და მხოლოდ ძლიერებს -მოქმედების, შრომის და მიზეზ-შედეგის. ასეთი პრინციპი მაქვს ცხოვრებაში და არ ვღალატობ! --- უკან ვიხედები მხოლოდ მაშინ, როცა მჭირდება გავიგო რამდენად … ვრცლად წინ, წარმატებისკენ!